ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სტიქიამ დაბასა და სოფლებს ზიანი მიაყენა.
უხვმა ნალექმა სოფლებში დააზიანა შიდა სასოფლო გზები, წარმოშვა მეწყრული ზონები.
დაბაში, მდინარე ორპირას კალაპოტთან, ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად, წაიქცა ხეები.
მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე დაწყებულია გაწმენდითი სამუშაოები, ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა.
სტიქიის შემსწავლელი კომისია ადგენს ზარალის ოდენობას.