“უკანასკნელი მატყუარა ხარ” – მირდატ ქამადაძე ლევან ხაბეიშვილს

“ნაციონალური მოძრაობის” აჭარის ორგანიზაციის წარმომადგენელი მირდატ ქამადაძე პარტიის თავმჯდომარეს ლევან ხაბეიშვილს ტყუილების გავრცელებაში ადანაშაულებს.

მირდატ ქამადაძის თქმით, თუ ხაბეიშვილი იმის დამადასტურებელ მტკიცებულებას არ წარადგენს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” კონკრეტული წევრები პარტიის საწინააღმდეგოდ მოქმედებდნენ, ის “უკანასკნელი მატყუარა” იქნება.

“ლევან ხაბეიშვილო, ამ ტყუილების წერას, რომ ვიღაცამ ენმ-ს აგინა, იქნებ მტკიცებულება დაგედო ჯერ. თუ არ დადებ მტკიცებულებას (სატელევიზიო კომენტარი, ფეისბუქ პოსტი, ბოლოს და ბოლოს, მოწმესაც ჩაგითვლით), იცოდე, რომ ჩვეულებრივი, უკანასკნელი მატყუარა ხარ. დაიდოს მტკიცებულება, რომ ლევან გორგილაძე, როინ დვალი, ელიზა ეფაძე და შორენა აბაშიძე პარტიის საწინააღმდეგოდ მოქმედებდნენ (პარტიას აგინებდნენ)!” – წერს მირდატ ქამადაძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share