ფირალ დათა მიქელაიშვილის თავდასხმა ქობულეთის აგარაკზე

გაზეთ პეტერბურგსკი ლისტოკის ინფორმაციის მიხედვით 1892 წლის 30 ივლისს ქობულეთის ცენტრში ეკლესიასთან ახლოს ქალბატონ „გ“-ს აგარაკს თავს დასხმია 12 კაცისგან შემდგარი შაიკა, რომელსაც ფირალი დათა მიქელაიშვილი მეთაურობდა.
.
„მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონ „გ“-ს სტუმრებით სავსე სახლში, ისევე როგორც მთელს დასახლებაში არავის არ ეძინა და მოაგარაკეები მოსახლეობასთან ერთად ტკბებოდნენ კარგი ამინდით მიქელაიშვილის 12 კაციანმა შაიკამ ალყა შემოარტყა ქალბატონი „გ“-ს სახლს და დაიკავა ყველა შესასვლელი. რის შემდეგაც ყაჩაღები გაშიშვლებული ხანჯლებით და რევოლვერებით შევარდნენ სახლში, დიასახლისს და სტუმრებს წაართვეს ძვირფასი ნივთები, ფული და იარაღი, შემდეგ კი ყველანი ჩაკეტეს ოთახებში და ორი საათის განმავლობაში ეძებდნენ ფულს.
.
შეშინებული დიასახლისი იფიცებოდა, რომ წართმეულის გარდა სხვა ფული მას არ გააჩნდა, მაგრამ ყაბალახშემოხვეული მიქელაიშვილი მაინც ითხოვდა მისგან 1000 მანეთს. მიუხედაავდ იმისა, რომ მიქელაიშვილი ძალიან დელიკატურად ითხოვდა ფულს ქალბატონისაგან მის თავზე მაინც არაერთხელ გადაატარეს ხანჯალი. თუმცა ნათელი იყო, რომ ყაჩაღების გეგმაში მკლელობა არ შედიოდა, რადგანაც შაიკის წევრი მათი ატამანის ბრძანებებს დაუყოვნებლივ ასრულებდნენ და ასეთი განზრახვის შემთხვევაში ვერცერთი იქ მყოფი ცოცხალი ვერ გადარჩებოდა.
.
ყაჩაღებმა ბუფეტში დალიეს ძალიან დიდი რაოდენობის ღვინო და სხვადასხვა სახის სასმელი, შემდეგ დაემშვიდობნენ დიასახლის და ძვირფასეულობით დატვირთული მომენტალურად გაქრნენ. გზაზე გამოსულებმა გაძარცვეს სავაჭრო დახლი, შემდეგ კი ხელში ჩაიგდეს ვაგზალზე მიმავალი დროგი, მედროგეს უბრძანეს გზიდან გადაეხვია და წასულიყო მდინარის ფონისაკენ.“
.
Петербургский листок – 15.08.1892
შალვა ძნელაძის ნახატი – გურული
შეიძლება იყოს text გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share