“ჩემი აზრით, მთავარი ნიშნები [რომ რუსეთი საქართველოში იმარჯვებს] ის დამოკიდებულებაა, რაც საქართველოს მთავრობას უკრაინაში ომის მიმართ ჰქონდა. ნათელია, რომ ეს ომი არის აგრესია, რომელიც რუსეთმა განახორციელა უდანაშაულო ქვეყნის მიმართ, რომელიც არანაირად არ ემუქრებოდა რუსეთს. საქართველო ამტკიცებს, რომ ნეიტრალური რჩება, მაგრამ სინამდვილეში არსებობს საკმარისი მტკიცებულებები იმისა, რომ ისინი რუსეთს სხვადასხვა გზით ეხმარებიან, რომ მათ თავი აარიდონ ევროპის და შეერთებული შტატების მიერ დაწესებულ სანქციებს და სწორედ ამ ფორმით ეხმარებიან რუსეთს ომის მცდელობებში. ჩემი აზრით ეს არ არის კარგი უკრაინისთვის ან გლობალური დემოკრატიისთვის.”
აცხადებს ამერიკელი პოლიტოლოგი, ფრენსის ფუკუიამა ფორმულასთან ინტერვიუში, გადაცემაში გლობალური პოლიტიკა.