70 მლნ შეკვეთილში დაგეგმილი კონცერტებისთვის – რა სარგებელს ნახავს ქვეყანა?

რა სარგებელს ნახავს ქვეყანა შეკვეთილში დაგეგმილი კონცერტებიდან? –  “ბლექ სი არენას” ხელისუფლება 70  მილიონს აძლევს, თუმცა უკვე ცნობილია, რომ დაანონსებული ვარსკვლავთცვენა  ტურისტებს ვეღარ მოიზიდავს. შესაბამისად, დაპირებული 100 მილიონიანი მოგებაც მხოლოდ დაპირებად დარჩება.

ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ დაგეგმილი ღონისძიებების აფიშები დაგვიანებით გამოქვეყნდა, ამიტომ უცხოელ ტურისტებს კონცერტებზე არ უნდა ველოდოთ. მაქსიმუმი ჩვენი მეზობელი ქვეყნების წარმომადგენლებია, რომლებიც კონცერტების გარეშეც ჩამოდიან ზაფხულში აჭარაში დასასვენებლად.

ტვ პირველი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share