12 წლის გოგონას სხეულზე ექსპერტებმა 40-მდე დაზიანება აღმოაჩინეს, მათ შორის არის ნაჭდევები და ერთი ჭრილობა. ასეთია სახელწმიფო ექსპერიტიზის დასკვნა, რომელიც სამხარაულის ბიურომ გარდაცვლილი ბავშვის ოჯახს დღეს გადასცა. 12 წლის ანა ჯერ მოკლეს, შემდეგ კი გაგუდეს – ამ დასკვნამდე მიდის ოჯახის ადვოკატი ექსპერტიზის წაკითხვის შემდეგ.
დასკვნაში წერია, რომ დაზიანებები არის სიცოცხლის დროინდელი და გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ბლაგვი საგნით მიყენებული. ადვოკატს აეჭვებს სხეულზე აღმოჩენილი ჭრილობა და ვარაუდობს, რომ 12 წლის ანას დანა აქვს ჩარტყმული.
ახლა ოჯახი კომპლექსურ სამედიცინო ექსპერტიზას ითხოვს. ეს არის შესაძლებლობა, რომ პასუხი გაეცეს კითხვას, რა ვითარებაში მიიღო მოზარდმა მძიმე დაზიანებები.
გამოძიება განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის მუხლითა აღიძრა, თუმცა სამართალდამცველები დამნაშავის კვალზე ამ დრომდე არ გასულან.