100-მდე კინო, რომლის გადაღებებზეც ბოლო წლებშიც კი ისეთივე სიხარულით მიდიოდა, როგორც თავიდან და სცენა – ცხოვრების უმეტესი ნაწილი თეატრში გაატარა – რომელიც ყველაზე მეტად უყვარდა.
მთელი სიცოცხლის განმავლობაში შექმნა არაერთი დასამახსოვრებელი როლი, როგორც თეატრში ისე კინოში. შეასრულა ის პერსონაჟები, რომლებზეც ყველა ოცნებობდა, მისი მთავარი თუ მეორეხარისხოვანი როლი – არტისტიზმით ყველას აოცებდა და ასე იქცა უსაყვარლეს მსახიობად, თუმცა ამ სფეროში, როგორც თვითონ ამბობდა სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა.
უარი თქვა კონსერვატორიაში ჩაბარებაზე, რაც მისი ოჯახის სურვილი იყო. წლების შემდეგ ამბობდა კიდევაც რომ უკეთესი მუსიკოსი გამოვიდოდა, თუმცა მუსიკალური ნიჭით ის თეატრის სცენიდანაც გვაოცებდა.
“მოხუცი ჯამბაზები” მისი ბოლო სპექტაკლი აღმოჩნდა და ეს როლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კახი კავსაძის შემოქმედებაში
მიუხედავად იმისა, რომ მის არტისტულ შესაძლებლობებზე ყველა თანხმდებოდა, სცენაზე გასვლის წინ ყოველთვის ნერვიულობდა, კინოგადაღებების დაწყებამდე კი ერთი თვით ოთახში იკეტებოდა და საკუთარ თავზე მუშაობდა და ეს ყველაფერი მისთვის დიდი ბედნიერება იყო.
ბედნიერება მისთვის სამშობლოს კეთილდღეობაც იყო. ამბობდა, რომ პატრიოტიზმს მისთვის ვერც ერთი გრძნობა ვერ შეედრებოდა, ვერც სიყვარული, რომელიც მისთვის ყველაზე წმინდა იყო.
1989 წლის 9 აპრილს სახალხო არტისტმა დარბევის დაწყებისთანავე მოქალაქეებს თეატრის კარი გაუღო და ისინი რუსი სამხედროებისგან გადაარჩინა.
კახი კავსაძის სამოქალაქო პანაშვიდები რუსთაველის ეროვნულ თეატრში ხუთშაბათს და პარასკევს (29 და 30 აპრილს) 15:00 – 19:00 გაიმართება, ხოლო გამოსვენება ასევე რუსთაველის ეროვნული თეატრიდან შაბათს, 1 მაისს, 14:00 საათზე.