ბუღარა მამალაძე და “ხუთ შაურზე ამტყდარი ბუნტის” ჩოხტაურის ბრძლის ეპიზოდი

1841 წლის აჯანყება თანამედროვე გურულებში “ხუთ შაურზე ამტყდარ ბუნტის” სახელით იყო ცნობილი, რადგანაც აჯანყების ერთერთი ძირითადი მიზეზი გურიაში რუსული საგადასახადო სიტემის შემოღება და გადასახდების ფულადი სახით აკრებამ გახლდათ, მანამდე გურიაში გადასახადების აკრება ნატურით ხდებოდა. იური სიხარულიძის მიხედვით რუსებთან ბრძოლაში ასაკში შესული ბუღა მამალაძეც იღებდა მონაწილეობას და ჩოხატაურთან აჯანყებულების მოთავეც ყოფილა.
.
„ი. ვ. ჩანტლაძე გადმოგვცემს: „ბაბუაჩემის ივანე ჩანტლაძისაგან გამოგონია, რომ ხუთ შაურზე ამტყდარი „ბუნტობის“ დროს ბუღარას მეთაურობით ვიბრძოდით ჩოხატაურშიო. ძლიერ ხნოვანი იყო სულკურთხეული, მარა მაშვინ მაინც ძაან იმაჯაგაო“. იგივე დაადასტურა ილარიონ ლაზარეს-ძე ჯინჭარაძემ (დაბ.: 1855 წელს, სოფ. ონჭიკეთი). აკ. ნ. ბერძენიშვილს თავის ყმაწვილობის დროს ამ აჯანყების მომსწრე ფარცხმელი გლეხის დიოისე მეგრელიშვილისაგან გაუგონია , რომ „ბუღარა ჯანყში თაობდაო.“
.
წყარო: “გლეხთა აჯანყება გურიაში 1841 წ.” იური სიხარულიძე (1956 წელი)
შეიძლება იყოს შემდეგის ილუსტრაცია: ტექსტი
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share