“რამდენიმე დღის წინ IRI-ს კვლევით “ქართულ ოცნებას” 19% დაუწერეს. დღეს, მიმდინარე არჩევნებში, სადაც რადიკალურმა ოპოზიციამ ვერ გაბედა ჩვენი კანდიდატების წინააღმდეგ თავიანთი კანდიდატების დაყენება, 15:00 საათის მონაცემებით, ამომრჩევლების აქტივობა 20%-ს გადასცდა. ვიმეორებ, უკონკურენტო არჩევნებში, ამომრჩევლების, ანუ პრაქტიკულად ყველა რომ ჩვენი მომხრეა, მათი რაოდენობა სამი საათისთვის გადასცდა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 20%-ს! კიდევ ვიმეორებ , იმ უბნებში და ოლქებში, სადაც დღეს არჩევნები ტარდება, ამომრჩეველთა საერთო სიის(!) 20%-ზე მეტი უკვე მივიდა, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციას კანდიდატები არ ყავს დაყენებული…აი რაია?” – წერს მამუკა მდინარაძე IRI-ს კვლევებსა და 10 მუნიციპალიტეტში მიმდინარე ერთპარტიულ არჩევნებზე.