ჩვენს ქვეყანას გაუმართლა, რომ აღმოაჩნდა ქველმოქმედი ადამიანი – თეა წულუკიანი ბიძინა ივანიშვილზე

ჩვენს ქვეყანას გაუმართლა, რომ აღმოაჩნდა ასეთი ქველმოქმედი ადამიანი, რომელმაც თავის ოჯახთან, ფონდ „ქართუსთან” ერთად (არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის კერო ორგანიზაციაა), პირველმა ჩადო საკუთარი სახსრები რაგბიში, – ამის შესახებ „იმედის კვირას” თეა წულუკიანმა განუცხადა.

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ფონდ „ქართუს” მიერ ქართული რაგბის განვითარებისთვის გაწეულ ღვაწლზე ისაუბრა.

„პირველი სიტყვა, რომელიც მოგდის თავში არის ალბათ, გამართლება – ჩვენს ქვეყანას გაუმართლა, რომ აღმოაჩნდა ასეთი ქველმოქმედი ადამიანი, რომელმაც თავის ოჯახთან, ფონდ „ქართუსთან” ერთად (არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის კერო ორგანიზაციაა), პირველმა ჩადო საკუთარი სახსრები რაგბიში და დაინახა ის პერსპექტივა, რომელიც სპორტის ამ სახეობას ჰქონდა ჯერ კიდევ ათეული წლების წინ – ეს გამართლებაა. შემდეგ გაგვიმართლა იმაში, რომ ეს ქველმოქმედება არის უანგარო, რადგან ქართულ სპორტში, როგორც სპორტის მინისტრი უკვე, არაერთ კერძო სპონსორს ვხედავ სხვადასხვა ფედერაციაში, მაგრამ ძალიან იშვიათია უანგარო სპონსორობა და ანგარო ქველმოქმედება. აქაც, „ქართუს” შემთხვევაში საუბარია არა მხოლოდ ქველმოქმედებასა და სპორტში ინვესტიციაში, არამედ ამ საქმის უანგაროდ კეთებაზე”, – განაცხადა წულუკიანმა.

რეზონანსი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share