რაც მწვანე პასპორტებთან დაკავშირებით გააკეთეს, კატასტროფაა, შეურაცხყოფაა თვითონ აცრილების – თაკო ჩარკვიანი

მწვანე პასპორტების გაუქმება აცრილების შეუარცხყოფაა, – აღნიშნულის შესახებ პარტია “კანონი და სამართალის” ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა “მეტრონომთან” ბლიც-ინტერვიუს დროს განაცხადა.

მისივე თქმით, მომხდარი ფაქტი ხელისუფლების არაკვალიფიციურობაზე მიანიშნებს.

“მე ანტივაქსერობის გზიდან ბევრი მოვაბრუნე. ამ თემაზე ღიად უნდა ესაუბრო საზოგადოებას, რაც ჩვენმა მთავრობამ არ გააკეთა. რაზე მელაპარაკებით ეხლა, რაც მწვანე პასპორტებთან დაკავშირებით გააკეთეს, ეს საერთოდ კატასტროფაა, შეურაცხყოფაა თვითონ აცრილების, რაღაც საშინელებაა. მივდივართ ისევ ხელისუფლების არაკვალიფიციურობამდე. მივცემდი რჩევას ანტივაქსერებს გაურთხილდნენ საზოგადოებას და ახლობლებს”, – აცხადებს ჩარკვიანი “მეტრონომთან”.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share