რატომ დაწვა მოსამართლემ ოზურგეთის სასამართლოს დოკუმენტაცია – მოსამართლე ვოლდემარ პფაფის ისტორია

ალექსანდრე სუმბათოვ-იუჟინის ცნობით ოზურგეთში 1870-იან წლებში ოზურგეთში მოსამართლედ გერმანელი ვოლდემარ პფაფფი დაინიშნავთ, რომელიც მანამდე თბილისის ვაჟთა გიმნაზიის ისტორიის მასწავლებელი იყო. პფაფი ძალიან განათლებული, კეთილსინდისიერი და წესიერი ადამიანი ყოფილა.
.
მოსამართლის ოზურგეთში ჩასვლიდან ორიოდე თვეში ფრიად უცნაური შემთხვევა მომხდარა – მოსამართლემ სასამართლოს დარაჯს უბრძანა სასამართლოში არსებული ყველა დოკუმეტი და კანონთა კრებულები სასამართლოდან გამოეტანა შენობის წინ დაეყარა, მას შემდეგ რაც დარაჯმა უკანასკნელი ფურცელი გამოიტანა სასამართლოს შენობიდან, მოსამართლემ თავისივე ხელით ცეცხლი წაუკიდა და მთლიანად დაწვა ყველა დოკუმენტი.
.
მომხდარის შემდეგ პფაფი დაუყვნებლივ ჩამოაშორეს მოსამართლეობას და პასუხისგებაში მისცეს. სასამართლოში მისი საქმის განხილვისას პფაფს თარჯიმანი მოუთხოვია, ეს კი იმის სადემონსტრაციოდ გაუკეთებია, რომ მისივე თქმით ადგილობრივმა მოსახლეობამ რუსული არ იცოდა, თარჯიმნები კი არასწორად თარგმნიდნენ რის გამოც სასამართლოს არ გამოჰქონდა სამართლიანი გადაწყვეტილებები. ზოგადად პფაფი აცხადებდა, რომ შეუძლებელი იყო მართლმსაჯულების განხორციელება და ამიტომაც დაწვა საბუთები. ვინაიდან პფაფი სრულ სიმართლეს ამბობდა ამიტომ მის გასამართლებაზე უარი თქვეს, გიჟად შერაცხეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
.
პაფის მიერ სასამართლოს დოკუმენტაციის დაწვას და შემდგომ მის საქციელს გურულები ძალიან გაუხარებია, სუმბათოვ-იუჟინის მიხედვით – „ამ ფაქტმა ოზურგეთის მოსახლეობის უდიდესი აღფრთოვანება გამოიწვია“.
.
wikipedia.org-ის მიხედვით 1834 წელს დაბადებული ლეიპციგის და დეპტის უნივერისიტეტების სამართლის დოქტორი და კანდიდატის ხარისხის მქონე ვოლდემარ პფაფი (Waldemar Pfaff) რუსეთში 1864 წელს ჩამოვიდა. 1869-1871 წლებში პფაფი ვლადიკავკაზში ისტორიის მასწავლებლად მუშაობდა და საკმაოდ მოცულობითი შრომები აქვს ოსეთის ისტორიასა და ფოლკლორზე. იგი ითვლება პირველ მეცნიერად, რომელმაც ეს საკითხები შეისწავლა. პფაფი 1871 წელს თბილისში ჩამოვიდა და თბილისის გიმნაზიაში ისტორიის მასწავლებლად მუშაობდა.
.
როგორც wikipedia.org-ის ინფორმაციით ირკვევა პფაფი 1873 წელს ქუთაისის გუბერნიის ერთერთ სასამართლოში მოსამართლის თნაშემწედ მუშაობდა. შეურაცხად მდგომარეობაში მყოფს სასამართლოში არსებული საგამოძიებო საქმეები მთლიანად დუწვავს, რის შემდეგაც იგი მოთავსებული იქნა ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტალში. 1874 წლის შემდეგ პფაფთან დაკავშირებული ინფომაცია აღარ არსებობს, თუმცა სხვა ინფორმაციით იგი 1900 წელს გარდაიცვალა.
.
– Сумбатов-Южин А. И. – В мощных объятиях (1919);
wikipedia.org – Waldemar Pfaff;
– ფოტოზე ოზურგეთის სასამართლო – 1905 წელი – ლუიჯი ვილლარის წიგნიდან “ცეცხლი და მახვილი კავკასიაში” (Fire and Sword in the Caucasus);
შეიძლება იყოს text გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share