ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევას ბაბუა და 8 წლის ბავშვი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ორ ქვეითს მაშინ დაეჯახა, როცა ისინი ქუჩის გადაკვეთას ცდილობდნენ.~ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფს ორივე მათგანი გარდაცვლილი დახვდა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.