პატარა ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევას ბაბუა და შვილიშვილი ემსხვერპლა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევას ბაბუა და 8 წლის ბავშვი  ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ორ ქვეითს მაშინ დაეჯახა, როცა ისინი ქუჩის გადაკვეთას ცდილობდნენ.~ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფს ორივე მათგანი გარდაცვლილი დახვდა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share