ორი ოქრო და ორი ვერცხლი ოზურგეთელი მოჭიდავეებისგან

1 – 2 მაისს სტეფანწმინდაში ბერძნულ – რომაულ – ჭიდაობაში თხუთმეტწლამდელთა შორის საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა.
 ასპარეზობაში სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან ასეულობით მოჭიდავე იღებდა მონაწილეობას.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა ჭიდაობის სექციის სპორტსმენებმა შეჯიბრზე წარმატებით იასპარეზეს და შინ ოთხი მედლით, მათ შორის ორი ოქროთ და ორი ვერცხლით დაბრუნდნენ. ასევე გუნდური მესამე ადგილიც აიღეს.
 I ადგილი
რეზი გუჯაბიძე – 58 კგ
ცოტნე კოჩალიძე – 62 კგ
 II ადგილი
ლაზარე გოგოტიშვილი – 52 კგ
კობა ჯამბერიძე – 62 კგ
ოზურგეთის გუნდი ასპარეზობისთვის ძმებმა ზურაბიანებმა, კახაბერ აბაშიძემ, იაგო ბოკუჩავამ, ლაშა გუჯაბიძემ, გურამ და ფრიდონ აბაშიძეებმა, ქემალ ხარაბაძემ, ლაშა ქადეიშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა მოამზადეს.
შეიძლება იყოს 5 ადამიანი and ტექსტი გამოსახულება
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share