”რუსული თვითმფრინავი ბოლოს ჩემი სახლის აივნიდან დავინახე, თავზე გადაგვიფრინა ხმაურით და თბილისი დაბომბა… ქართულო ოცნებავ, თქვენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საბოტაჟს ეწევით, ხოლო ოკუპანტ, ომის საერთაშორისო დამნაშავე, დასანქცირებულ ქვეყანასთან პირდაპირი მიმოსვლის ფაქტის ნორმალიზებას ცდილობთ. შორს არ გაფრინდეთ თქვენი რუსული თვითმფრინავებით! ტყუილად წვალობთ, ჩვენ მაინც შევალთ ევროკავშირში!” –
წერს ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია. ასე ეხმაურება ის ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის აკრძალვის გაუქმებასა და პირდაპირი ფრენების დაშვებასთან დაკავშირებით.