ბევრი ლექსი ვიცი სხვათა შორის. მიყვარს ზოგადად ქართული პოეზია. ლეონიძე მიყვარს, გალაკტიონზე აღარ ვლაპარაკობ, მირზა გელოვანი მიყვარს, ლადო ასათიანი მიყვარს, პოეზია, ლექსები – ეს ყველაფერი, ბებია-ბაბუასთან ასე ვიზრდებოდი. ეს ყველაფერი მაძლევს ენერგიას და ძალას, რომ ამას ყველაფერს, ყველა განსაცდელს შევხვდე მშვიდად.
განაცხადა შეერთებული შტატების მიერ სანქცირებულმა მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ შაბათის ფორმულასთან საუბარში.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კორუფციისთვის სანქციები დაუწესა მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს. სანქცირებასთან დაკავშირებით აშშ აცხადებს, რომ ჰქონდათ სანდო ინფორმაცია, რის თანახმადაც, მოსამართლეები ბოროტად იყენებდნენ საჯარო თანამდებობას კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობით.