ოზურგეთის სკოლებში “პუტინიზმი” ყვავის – “მოგზაურობა სანქტ პეტერბურგში”

“კლასი: მეათე
საგანი: რუსული
მასწავლებელი: ნატალია ნიკოლაშვილი
გაკვეთილის თემა: ,,პეტერბურგი, პეტრეს ქალაქი.”
მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაციები და ვირტუალურად გვამოგზაურეს სანკტ-პეტერბურგში”.

ამ ინფორმაციას კვირიკეთის საჯარო სკოლა თავის ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე

(Kviriketi Kviriketi Kviriketi (ოზურგეთი კვირიკეთის სკოლა)

აქვეყნებს.

აღსანიშნავია, რომ პედაგოგი ნატალია ნიკოლაიშვილი რუსული პროპაგანდით არის დაკავებული. ამ დასკვნის გამოსატანად საკმარისია მის ფეისბუკ გვერდს გადავხედოთ.
წლებია ის დასცინის იმ ცნობილ სახეებს, რომლებიც არ არიან ბიძინა ივანიშვილის მომხრეები, რუსეთ უკრაინის ომში მხარს უჭერს უკრაინას, ებრძვის, მისი თქმით ლიბერალებს, თავს ესხმის უმცირესობებს და ასე შემდეგ.
  
სურათები აღებულია კვირიკეთის სკოლის ოფიციალური ფეისბუკ გვერდიდან
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share