ინფორმაცია ბახვი 2 ჰესის გზშ-ს ანგარიშის წარდგენის შესახებ

 2022 წლის 20 ოქტომბერს, კომპანია ბახვი ჰესმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე ბახვისწყალზე, ბუნებრივ ჩამონადენზე მომუშავე დაგეგმილი ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარადგინა. კომპანია საჯარო განხილვისთვის მზადების ეტაპზე გადავიდა.  „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ თანახმად, გზშ-ს ეტაპზე საჯარო განხილვა ტარდება საპროექტო ტერიტორიასთან ყველაზე ახლოს მდებარე სოფელში. განხილვაში მონაწილეობას კი ადგილობრივი მაცხოვრებლები და პროექტით დაინტერესებული პირები იღებენ. გზშ-ს განხილვის ორგნიზატორი გარემოს ეროვნული სააგენტოა.

„უნდა აღვნიშნო, რომ საკმაოდ ბევრი ვიმუშავეთ გზშ-ს დოკუმენტზე. ვფიქრობ, სრულყოფილი მასალა წარვადგინეთ. მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო ეტაპზე გადავიდა ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის პროექტი. სრულიად მზად ვართ განხილვისთვის. არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენ ვხელმძღვანელობთ საერთოაშორისოდ აღიარებული IFC და   EIB-ის გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მართვის სტანდარტებით, რაც გულისხმობს ზრუნვას როგორც გარემოზე, ასევე ამ გარემოში მცხოვრებ ადამიანებზე. საკმაოდ დეტალური კვლევა დავურთეთ გზშ-ს დოკუმენტს ბიომრავალფეროვნების ნაწილში. კვლევა საერთაშორისო კომპანიის SLR-ის ბრიტანული ოფისის ექსპერტმა, ნიკოლა ფოქსმა ჩაატარა, მანვე გააკეთა ბახვი 2 ჰესის არეალის ბიომრავალფეროვნების მართვის გეგმა, კუმულაციური ზემოქმედების შეფასება და მიკრო და მაკროკლიმატის კვლევა მოამზადა საერთაშორისო ექსპერტმა, ფრანგული კომპანია Alpage-ს დამფუძნებელმა, პიერ ბიდემრნამა.  ასევე ქართველი ექსპერტის ჩართულობით მოვამზადეთ კვლევა წავის პოპულაციის შესახებ. მასალა საკმაოდ დიდია და მრავალფეროვანი. ვიმედოვნებთ, რომ საჯარო განხილვა საინტერესოდ წარიმართება“  – განაცხადა კომპანია ბახვი ჰესის გარემოსდაცვისა და სოციალური პროექტების მმართვის მენეჯერმა, დავით კობერიძემ.

ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს ჩაბარდა 2022 წლის 20 ოქტომბერს და ოფიციალურ გვერდზე გასაჯაროვდა 2022 წლის 27 ოქტომბერს. გზშ-ს ანგარიშის საჯარო განხილვა გზშ-ს

ჩაბარებიდან არაუადრეს 25-ე დღისა და არაუგვიანეს 30-ე დღისა უნდა ჩატარდეს.

28.10.2022 წელი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share