ამ წუთებში- ქალაქ ოზურგეთში პროპუტინისტური პარტიის “კონსერვატიული მოძრაობის” იგივე “ალტ ინფოს” ოფისზე ბანერი ჩამოხსნეს.
“გურიის მოამბე” არკვევს მიზეზებს თუ რამ გამოიწვია აბრის ჩამოხსნა.
ნიშნნავს ეს თუ არა, რომ ოფისი დაიხურა, თუ რასთან გვაქვს საქმე.
ვარრკვევთ მომხდარის მიზეზებს.
აღნიშნული ოფისი წუხელ გვიან ღამით გაიხსნა,რამაც მეზობლად მცხოვრებთა და ადგილობრივი საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია
დღეს ადგილზე მისულ სამოქალაქო აქტივისტებს თავს სასულიერო პირი მამა ვახტანგ თოხაძე “ალტინფოს” აქტივისტებთან ერთად დაესხა.
ვახტანგ თოხაძემ გაამართლა, თავის ოფიციალურ განცხადებაში, უკრაინაში რუსების მიერ მშვიდობიანი ადამიანების ხოცვა-ჟლეტა და არასრულწლოვანების მასიური გაუპატიურებები და თქვა, რომ ის მხარს პუტინს უჭერს.