ჩოხატაურში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა გაიხსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თეიმურაზ მღებრიშვილმა ჩოხატაურში ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა გახსნა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამის შენობაში მეხანძრე-მაშველებს პროფესიული საქმიანობის შესასრულებლად და მოსასვენებლად ყველა პირობა ექნებათ შექმნილი – თანამშრომლებისთვის მოწყობილია სამუშაო და მოსასვენებელი ოთახები, სავარჯიშო დარბაზი, ასევე, სამზარეულო და სასწავლო ოთახები, რომელიც აღჭურვილია კომპიუტერული ტექნიკითა და ავეჯით. ჩოხატაურის ახალ სახანძრო-სამაშველო შენობაში მოწყობილია 4 ავტომობილზე გათვლილი სადგომი. განყოფილება უზრუნველყოფილია სარეზერვო წყლის სისტემით, ეზოში განთავსებულია სპეციალური სავარჯიშო კოშკურა. ახალ შენობაში სულ 18 თანამშრომელი იმუშავებს. სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტის გარდა, ჩოხატაურის განყოფილებაში განთავსდება სამსახურის ზედამხედველობის დეპარტამენტის რეგიონული დანაყოფიც.

#ჩოხატაური

ოფიციალური ინფორმაცია

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share