არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა

ბახვი ჰესის მენეჯმენტი ოზურგეთში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა, კერძოდ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ბიუროს ხელმძღვანელს, თამაზ ტრაპაიძეს და გარემოსდაცვითი ორგანიზაციის ხელმძღვანელს, ირმა გორდელაძეს.

ბახვი ჰესის დირექტორმა, გიორგი აბრამიშვილმა,  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გაუზიარა ინფორმაცია, ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის პროექტში ევროპელი ინვესტორის, ავსტრიული ფონდის “ILAG”-ის  შემოსვლის შესახებ.

მეორე მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მოისმინეს, ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის პროექტზე გზშ-ს ანგარიში წარდგენას ეხებოდა. კომპანიამ დოკუმენტი განსახილველად გარემოს ეროვნულ სააგენტოს  2022 წლის 20 ოქტომბერს წარუდგინა.  აღსანიშნავია, რომ გზშ-ზე მუშაობის პერიოდში ბახვი ჰესის მენეჯმენტმა არაერთი კველავ დაუკვეთა დარგის ადგილობრივ, თუ უცხოელ პროფესიონალებს. მაგალითისთვის, ფრანგული კომპანიის Alpage-ს დამფუძნებელმა, საერთაშორისო ექსპერტმა პიერ ბიდერმანმა გააკეთა ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის ხარჯთ-სარგებლიანობის კვლევა, კუმულაციური, მიკრო და მაკროკლიმატის კვლევები.  საპროექტო ტერიტორიაზე წავის პოპულაციის კვლევა,  ქართველმა ექსპერტმა, ნიკოლოზ ქერდიყოშვილმა ჩაატარა, საერთაშორისო კომპანია SLR-ის ბრიტანეთის ბიუროს ექსპერტმა, ნიკოლა ფოლკსმა ბიომრავალფეროვნების კვლევასა და ასევე, ბიომრავალფეროვნების მართვის გეგმაზე იმუშავა.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ასევე, მოისმინეს 2022 წლის შემოდგომის პერიოდში შესრულებული და მიმდინარე სოციალური პროექტების ანგარიში.

ეხვედრის ფარგლებში გაიმართა დისკუსია სექტორში არსებულ გამოწვევებზე და დაისახა არსებულ გამოწვევებთან გამკლავების გზები და მექანიზმები.

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრები ბახვი ჰესის ინიციატივით იმართება და ემსახურება ერთის მხრივ გამჭვირვალობას, დაინტერესებული პირებისთვის  პროექტების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის დროულად და ეფექტიანად მიწოდებას,  მეორეს მხრივ კი მათგან საინტერესო მოსაზრებების და რეკომენდაციების მოსმენას. შეხვედრა ოზურგეთში, ბახვი ჰესის ოფისში გაიმართა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share