ინციდენტს ჰქონდა ადგილი ურეკში,სადაც დამოუკიდებელი მერობის კანდიდატის წარმომადგენელი საუბნო საარჩევნო კომისიიდან გამოაძევეს. გამოძევებული წარმომადგენლის თქმით,მისი გამოძევება კენჭისყრის საფუძველზე მოხდა. როგორც თვითონ ამტკიცებს, მან დააფიქსირა არაუფლებამოსილი პირების ხმის მიცემის კამერაში ყოფნა,სადაც აძალებდნენ ამომრჩეველს მათთვის სასურველი კანდიდატისთვის მიეცათ ხმა. დამოუკიდებელი მერობის კანდიდატის წარმომადგენელი ცდილობდა ამ ყველაფრის ტელეფონით გადაღებას, თუმცა ამის საშუალება მას სხვა დამკვირვებლებმა და კომისიის წევრებმა არ მისცეს და შემდეგ გამოაძევეს კომისიიდან.
დილიდან გარკვეული ინციდენტები ხდება ურეკის საუბნო საარჩევნო კომისიებში, ბიძინა ივანიშვილის ძმა ადიკო ივანიშვლი და რძალი ლილი ივანიშვილი ერთმნეთს ენაცველბიან დ როგორც ამომრჩევლები გვეუბნებიან,ზეწოლას ანხორციელებენ ამომრჩევლებზე.
დღეს ოზურგეთში მერობის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. ერთმანეთს ‘ქართული ოცნების’ კანდიდატი ავთანდილ თალაკვაძე და დამოუკიდებელი კანდიდატი კოტე შარაშენიძე უპირისპირდებიან.