ლულა: მათ ჩემი ცოცხლად დამარხვა უნდოდათ, მაგრამ მე აქ ვარ

ლუის ინასიო “ლულა” და სილვა ბრაზილიის პრეზიდენტი მესამეჯერ გახდა, თუმცა ეს გამარჯვება განსაკუთრებულია, რადგანაც პატიმრობის შემდეგ, რომელიც კორუფციულ ბრალდებებს უკავშირდებოდა, მან მოქმედი პრეზიდენტი, ულტრა-მემარჯვენე ჟაირ ბოლსონარო დაამარცხა.

“მათ ჩემი ცოცხლად დამარხვა უნდოდათ, მაგრამ მე აქ ვარ. 2023 წლის 1 იანვრიდან, მე 215 მილიონი ბრაზილიელის პრეზიდენტი ვიქნები, მხოლოდ იმათი არა, ვინც ხმა მე მომცა”-განაცხადა ლულამ.

მისი შეფასებით, არ არსებობს “პოლიტიკურად ორად დაყოფილი ბრაზილია” და იგი ქვეყანის სტაბილურ განვითარებას შეეცდება.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 30 ოქტომბერს გაიმართა, ლულამ 50.9% მიიღო, ხოლო მისმა მეტოქემ და ქვეყნის ჯერ კიდევ მოქმედმა პრეზიდენტმა, ჟაირ ბოლსონარუს მაჩვენებელმა 41.9% შეადგინა.

მიუხედავად იმისა, რომ ლულამ, ბრაზილიის ისტორიაში ყველაზე მეტი – 60 მილიონი ხმა მიიღო, მას მოსახლეობის გაერთიანება მოუწევს, რადგანაც მის წინააღმდეგ, დაახლოებით ამდენივე ადამიანმა მისცა ხმა.

76 წლის ლულა, რომელიც მემარცხენე ორიენტაციის არის, კორუფციული ბრალდებებით ციხეში 580 დღე იჯდა, იქამდე, სანამ მის სასჯელს უზენაესი სასამართლო გააუქმებდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share