„ჯერ იყო და ერს ამუნათებდა 3 მტარვალი, რატომ არ იცრებითო? კუბოები გვიჩხრიალეს…” – რამ გააბრაზა ლალი მოროშკინა

12 მაისს, ასტრაზენეკას ვაქცინაციის მეორე დოზის მიღებისთვის საჭირო რეგისტრაცია მოქალაქეების უმრავლესობამ ვერ შეძლო. სისტემის ხარვეზით მუშაობის გამო, დაავადების კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობამ ბოდიში მოიხადა, თუმცა საზოგადოების უმეტესი ნაწილი პრეტენზიებს გამოთქვამდნენ.

მათ შორის არის ჟურნალისტი და პიარ სპეციალისტი ლალი მოროშკინა, რომელიც სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც სავარაუდოდ დაავადებათა კონტროლის წარმომადგენლებს, ამირან გამყრელიძეს, პაატა იმნაძესა და თენგიზ ცერცვაძეს მოიაზრებს:

„ჯერ იყო და ერს ამუნათებდა სამი მტარვალი რატომ არ იცრებითო?

კუბოები გვიჩხრიალეს და ჩლიქები გვიბაკუნეს.

ახლა გვამუნათებენ, ასეთ მაღალ აქტიურობას არ ველოდით, რას მოასკდით ყველა ერთად, ელექტრონულმა სისტემამ ვერ გაუძლოო..

ხვდებით ხო, რომ ფსკერის ფსკერი ხართ?” – წერს ლალი მოროშკინა.

http://www.resonancedaily.com/

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share