საქართველოში თხილის ექსპორტით მიღებული შემოსავალი წელს 11.8%-ით შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, მიმდინარე წლის პირველ 9 თვეში საქართველოდან თხილის ადგილობრივი ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 51.8 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 11.8%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის შემოსავალზე, 58.7 მლნ დოლარზე.

მიუხედავად შემოსავლის კლებისა, გაზრდილია გატანილი თხილის რაოდენობა, რაც ნაწარმის ღირებულების კლებაზე მიუთითებს – 2022 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპორტზე თითქმის 10.3 ტონა ქართული თხილი გავიდა, რაც 2021 წლის იანვარ-სექტემბრის მაჩვენებელს, 9.8 ტონას, 4.9%-ით ჩამორჩება.

საქართველოდან ყველაზე მეტი თხილი გერმანიაში, იტალიაში, ესპანეთში, სომხეთსა და ლიეტუვაში გადის.

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას თქმით, 2021 წელს თხილის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა სულ 115 მლნ დოლარზე მეტი შეადგინა, 2022 წელს მაჩვენებლის კლება კი სხვადასხვა ფაქტორებმა, მათ შორის, კლიმატურმა პირობებმა, საექსპორტო ღირებულებისა თუ მოთხოვნის შემცირებამ განაპირობა, რის შედეგადაც ფერმერებმა ვერ მიიღეს სათანადო შემოსავალი.

red-modern-line-chart-diagram-produt-data-graph-1-1667207120.png

ცნობისთვის, როგორც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, თხილის წარმოების ხელშეწყობის მიზნით სუბსიდირების პროგრამა ამოქმედდება. რა თანხას დახარჯავს მთავრობა თხილის ხელშეწყობის პროგრამაზე იხილეთ აქ.

ნახეთ ასევე, რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს პირი სუბსიდიის მისაღებად და რა ოდენობის იქნება გაცემული დახმარება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share