ოზურგეთში ქუჩის კალათბურთის ტურნირი ჩატარდა, სადაც ფინალში პირველობისთვის ასპარეზობდნენ ოზურგეთისა და ბათუმის გუნდები. თამაში სამკუთხა პარკში მიმდინარეობდა.
გამარჯვებული გუნდები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ თასებით, სიგელებით, მედლებითა და ბურთებით დაასაჩუქრა.








