“ოჯახური ტრადიცია“ – კამილა პარკერ-ბოულზის დიდი ბებია, რომელიც დიდი ბრიტანეთის მეფის საყვარელი იყო

მეფე ჩარლ­ზის, პრინ­ცე­სა დი­ა­ნას და კა­მი­ლა პარ­კერ ბო­ულ­ზის სა­სიყ­ვა­რუ­ლო სამ­კუ­თხე­დი ბრი­ტა­ნე­თის სა­მე­ფო ოჯა­ხის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე დიდ სკან­და­ლად მი­იჩ­ნე­ვა. თუმ­ცა, ბევ­რმა არ იცის, რომ კა­მი­ლა თა­ვი­სი ოჯა­ხი­დან ერ­თა­დერ­თი არ ყო­ფი­ლა, ვინც სა­მე­ფო წყვილს შო­რის ჩად­გა – კა­მი­ლას დიდი ბე­ბია, ელის კე­პე­ლი მეფე ედუ­არდ VII-ის საყ­ვა­რე­ლი იყო.

ელის ფრე­დე­რი­კა ედ­მონ­სტო­ნი 1868 წელს, არის­ტოკ­რა­ტულ ოჯახ­ში და­ი­ბა­და: მისი მამა სა­მე­ფო სა­ზღვაო ძა­ლე­ბის ად­მი­რა­ლი იყო. გო­გო­ნა შოტ­ლან­დი­ა­ში, დანტრი­ტის ცი­ხე­სი­მაგ­რე­ში იზ­რდე­ბო­და და 23 წლის ასაკ­ში ლე­ი­ტე­ნანტ-პოლ­კოვ­ნიკ ჯორჯ კე­პელ­ზე და­ქორ­წინ­და.

წაბ­ლის­ფე­რი თმით, ფერ­მკრთა­ლი კა­ნით, დიდი ლურ­ჯი თვა­ლე­ბით და ვიწ­რო წე­ლით ელი­სი ვიქ­ტო­რი­ა­ნუ­ლი ეპო­ქის სი­ლა­მა­ზის ყვე­ლა სტან­დარტს აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და.

მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ლონ­დონ­ში გა­დას­ვლის შემ­დეგ, ელი­სი ქა­ლა­ქის მთა­ვა­რი სო­ცი­ა­ლუ­რი წრის ნა­წი­ლი გახ­და. ფულ­მა და კავ­ში­რებ­მა მა­ღალ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა. სწო­რედ ასე, 1898 წელს პრინ­ცი ალ­ბერტ ედუ­არ­დი გა­იც­ნო. ელი­სი მა­შინ 29 წლის იყო, ედუ­არ­დი – 54.
მეფე ედუ­არდ VII და დე­დო­ფა­ლი ალექ­სან­დრა

ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, ელის­სა და ჯორჯს ბედ­ნი­ე­რი ქორ­წი­ნე­ბა ჰქონ­დათ. წყვი­ლი ერ­თად ორ ქა­ლიშ­ვილს, ვი­ო­ლეტ­სა და სო­ნი­ას ზრდი­და. ჯორ­ჯის­თვის ცო­ლის ღა­ლა­ტი პრობ­ლე­მას არ წამ­რო­ად­გენ­და. ამ­ბობ­და კი­დეც: “არ მა­წუ­ხებს რა­საც აკე­თებს. ვიცი, რომ ბო­ლოს მა­ინც ჩემ­თან დაბ­რუნ­დე­ბა.“ ამას ალ­ბათ ხელს ის ფაქ­ტიც უწყობ­და, რომ მეფე კე­პე­ლე­ბის ოჯახს ფი­ნან­სუ­რად ეხ­მა­რე­ბო­და – მან ელისს ერთ-ერთი კომ­პა­ნი­ის აქ­ცი­ე­ბი გა­დას­ცა, მისი მე­უღ­ლე კი მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბად სამ­სა­ხურ­ში და­ა­წი­ნა­უ­რა. ამი­ტომ, როცა ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ ედუ­არდ VII ელი­სის სა­ნა­ხა­ვად მოს­ვლას აპი­რებ­და, ჯორ­ჯი სახ­ლს ყო­ველ­გვა­რი პრობ­ლე­მის გა­რე­შე ტო­ვებ­და და მე­ფეს ცოლ­თან გან­მარ­ტო­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევ­და.

რო­გორც ამ­ბო­ბენ, დე­დო­ფა­ლი ალექ­სან­დრა და­ნი­ე­ლი და ელის კა­პე­ლი მო­კავ­ში­რე­ე­ბი იყ­ვნენ. პრინ­ცე­სა დი­ა­ნას­გან გან­სხვა­ვე­ბით, პრობ­ლე­მას ვერ ხე­დავ­და იმა­ში, რომ “ქორ­წი­ნე­ბა­ში სამ­ნი იყ­ვნენ”. მან თა­ვი­დან­ვე მისი ქმრის ელის­თან ურ­თი­ერ­თო­ბა სა­სარ­გებ­ლოდ მი­იჩ­ნია, რად­გან მისი სა­შუ­ა­ლე­ბით ჩა­მო­ა­შო­რა მე­ფეს სკან­და­ლუ­რი საყ­ვა­რე­ლი დე­ი­ზი უორ­ვი­კი. ელი­სი გა­ცი­ლე­ბით ფრთხი­ლი იყო და არ ახა­სი­ა­თებ­და არას­ტა­ბი­ლუ­რი ქცე­ვა. ამ­ბო­ბენ, რომ ის დე­დო­ფალს სა­ჩუქ­რე­ბი­თაც ანე­ბივ­რებ­და. და.

9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ელის კე­პე­ლი მე­ფის ცხოვ­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი გახ­და. ყვე­ლა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ შეკ­რე­ბა­ზე მას­თან ერ­თად ჩნდე­ბო­და და სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში ყო­ველ­წლი­ურ ვი­ზიტ­ზე დაჰ­ყვე­ბო­და, სა­დაც დე­დოფ­ლის­თვის შე­სა­ფე­რის დახ­ვედ­რას იღებ­და.

1910 წლის 6 მა­ისს ედუ­არდ VII გუ­ლის შე­ტე­ვით გარ­და­იც­ვა­ლა. სა­სიკ­ვდი­ლო სა­რე­ცელ­თან სა­მე­ფო ოჯა­ხის წევ­რე­ბის გვერ­დით, მისი საყ­ვა­რე­ლიც იდგა – ის­ტე­რი­კა­ში ჩა­ვარ­დნილ ელისს ოთა­ხი იძუ­ლე­ბით და­ა­ტო­ვე­ბი­ნეს.

ედუ­არ­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, ახა­ლი მე­ფის ბრძა­ნე­ბით, ელისს ოჯახ­თან ერ­თად ინ­გლი­სის და­ტო­ვე­ბა მო­უ­წია. მომ­დევ­ნო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ისი­ნი იტა­ლი­ა­ში, ალ­ჟირ­სა და აღ­მო­სავ­ლეთ ჩი­ნეთ­ში მოგ­ზა­უ­რობ­დნენ. 1912 წელს კი ისევ ლონ­დონ­ში დაბ­რუნ­დნენ. პირ­ველ მსოფ­ლიო ომის დროს, ელი­სი სა­კუ­თარ სა­სახ­ლე­ში რე­გუ­ლა­რულ შეხ­ვედ­რებს აწყობ­და და არა­ერთ ბრი­ტა­ნელ დიპ­ლო­მატ­სა და პო­ლი­ტი­კოსს მას­პინ­ძლობ­და.

1925 წელს ჯორ­ჯი და ელი­სი ფლო­რენ­ცი­ა­ში და­სახ­ლდნენ, ვი­ლა­ში, რო­მე­ლიც ოდეს­ღაც გა­ლი­ლეო გა­ლი­ლე­ის ეკუთ­ვნო­და. მათ ოჯახს სხვა­დას­ხვა დროს ბრი­ტა­ნე­თის სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­მო­ჩე­ნი­ლი წევ­რე­ბი, მათ შო­რის უინ­სტონ ჩერ­ჩი­ლი სტუმ­რობ­და.

ცოლ-ქმარ კე­პე­ლე­ბის 56-წლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბა 1947 წელს, ელი­სის გარ­დაც­ვა­ლე­ბით დას­რულ­და, ორ თვე­ში კი ჯორ­ჯიც გარ­და­იც­ვა­ლა.

წყარო – კვირის პალიტრა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share