ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი წერს, რომ წლის დასაწყისში შუამავლების მეშვეობით უკრაინის სპეცსამსახურების წარმომადგენლები მას დაუკავშირდნენ და თავისი ცხენის, სახელად ზაზუს გამოსყიდვა შესთავაზეს.
კადიროვის თქმით, ზაზუს მემკვიდრეობასა და რეალურ ღირებულებასთან შედარებით 18 000 დოლარი არაფერია.
„იცოდნენ ცხენის მიმართ ჩემი სიყვარულის შესახებ და არ შემცდარან – რა თქმა უნდა, დავთანხმდი. სიმართლე გითხრათ, მეგონა ზაზუს სანქციების მოხსნის შემდეგ დააბრუნებდნენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ საიდუმლო სამსახურებს ჰქონდათ გაბედული გეგმა, მათ ერთ-ერთი თავლიდან უბრალოდ მოაწყვეს ზაზუს ქურდობის ამბავი ჩეხეთის პოლიციასთან შეთანხმებით. შეგახსენებთ, რომ მაშინ ყველას უცნაურად მოეჩვენა, როგორ შეიძლება უბრალოდ გაქრეს ძვირად ღირებული ცხენი.
ახლა ზაზუ სახლისკენ მოდის. მისი დაბრუნება 18 000დოლარი დამიჯდა. დიახ, სწორედ ამ ოდენობით შეაფასეს ის მაშინ ჩეხეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა. ასე რომ, მეგობრებო, თუ რაიმეს ჩამოტანა გჭირდებათ ევროპიდან, დაუკავშირდით უკრაინის სპეცსამსახურებს. სწრაფად, პროფესიონალურად, იაფად, სანქციების გვერდის ავლით!“ – წერს რამზან კადიროვი.