27 მაისს ქ. თბილისში 13 წლამდელთა შორის ძალოსნობაში თბილისის ღია პირველობა გაიმართა. ასპარეზობას ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულმა ცენტრმა უმასპინძლა, როგორც ვაჟებში, ასევე გოგონათა შორის.
თბილისის ღია პირველობაზე წარმატებით იასპარეზა 12 წლის ოზურგეთელმა მარიამ გველუკაშვილმა, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებული ძალოსნობის სექციის სპორტსმენია. მარიამმა ( სინკლერი ; 52 კგ ) 133. 64 ქულა დააგროვა და მეორე ადგილისა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
მარიამ გველუკაშვილი შეჯიბრისთვის ჯუმბერ ღლონტმა მოამზადა.