ოზურგეთელმა ბარბარე მამალაძემ აჭარის ღია პირველობიდან ჩოგბურთში ოქროს მედალი მოიპოვა

15 – 19 მაისს ბათუმში ჩოგბურთში, 14 წლამდელთა შორის აჭარის ღია პირველობა გაიმართა.
 შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო ოზურგეთის მუნიციციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა ჩოგბურთის სექციის 11 წლის სპორტსმენმა ბარბარე მამალაძემ , რომელმაც ასპარეზობისას საუკეთესო შედეგი აჩვენა და პირველ ადგილს ღირსეულად დაეუფლა.
 ბარბარე მამალაძემ ზედიზედ ოთხი შეხვედრა მოიგო. ფინალი ღირსეულად ითამაშა და ოქროს მედალს დაეუფლა.
ბარბარე საპასუხისმგებლო ტურნირისთვის ჩოგბურთის მწვრთნელებთან – დავით თავართქილაძესთან, მამუკა კილაძესთან და გივი სიამაშვილთან ერთად, მამამ, ყოფილმა ჩოგბურთელმა, გოგი მამალაძემ მოამზადა, რომელიც ბარბარეს პირადი მწვრთნელია და მუდმივად ცდილობს, რომ 11 წლის პერსპექტიული გოგონა ფორმაში ამყოფოს, მოტივაცია მისცეს და ლიდერობის თვისებები კიდევ მეტად აუმაღლოს.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share