მიუსაფარი ძაღლების პრობლემა ოზურგეთში და მერის შეუსრულებელი დაპირებები

ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი “ნაციონალური მოძრაობიდან” თათია ნიკოლაშვილი ოზურგეთის ერთ-ერთი უდიდესი პრობლემის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. მისი განცხადებით, მერის-ავთანდილ თალაკვაძის ერთ-ერთი დაპირება სწორედ მიუსაფარი ძაღლების პრობლემის მოგვარება იყო, თუმცა ამ მხრივ ჯერჯერობით არაფერი გაკეთებულა:
”ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა ოზურგეთში, ოზურგეთლებისთვის – მიუსაფარი ძაღლები .
 ბატონი ავთანდილ თალაკვაძე / Avtandil Talakvadze -ის წინა საარჩევნო დაპირება იყო, რომ :
 მოეწყობოდა მიუსაფარი ძაღლების თანამედროვე თავშესაფარი;
 ამოქმედდებოდა ცხელი ხაზი;
შემოღებული იქნებოდა მუნიციპალური რეგულაციები ძაღლების მიტოვებაზე;
წახალისებული იქნებოდა მიუსაფარი ძაღლების აყვანა და მოვლა;
ორი წელია, მერია ბატონი თალაკვაძე და არც ერთი ამ დაპირებიდან, არ არის შესრულებული.” – წერს ნიკოლაშვილი.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share