“დიახ! რაც ამ ეტაპზე გავარკვიე, გროზნოს გადაყენებული მერი და კადიროვის მიერ დაჭერილი ბიზნესმენი იყო ჩამოსული და მათ მეგობრებიც ახლდნენ” – წერს სოციალურ ქსელში “ოცნების” დეპუტატი დიტო სამხარაძე. სამხარაძე ამტკიცებს, რომ არც ერთ მათგანს ოკუპაციის კანონი დარღვეული არ ქონდა.
“რაც გავარკვიე, ერთი საერთო აქვს ნაცების მიერ ვინოკუროვის შემთხვევაში და დღეს აწეულ თემებს:
თუ რომელიმე მათგანს შემოსვლისას რამე შეფერხება შეექმნებოდა, ნაცები ატეხავდნენ ყვირილს, რომ ანტიპუტინისტ ვინოკუროვს, გროზნოს გადაყენებულ მერს და კადიროვის დაჭერილ ბიზნესმენს საქართველოში პრობლემები ექმნება. როცა მათ არავის პრობლემა არ შეუქმნა და ეს სცენარი ჩაუვარდათ, მერე გახდნენ ისინი ლავროვის ნათესავები და დღეს – კადიროველები…დიახ! რაც ამ ეტაპზე გავარკვიე, გროზნოს გადაყენებული მერი და კადიროვის მიერ დაჭერილი ბიზნესმენი იყო ჩამოსული და მათ მეგობრებიც ახლდნენ. არც ერთ მათგანს ოკუპაციის კანონი დარღვეული არ ქონდა.
სხვა დეტალებს მესაზღვრე ისედაც არ არკვევს – არ არის ძებნილი და არ აქვს ოკუპაციის კანონი დარღვეული. შესაბამისად, პრობლემა არავის შეუქმნია, შემოვიდნენ ტურისტებად, ფული დახარჯეს და წავიდნენ. დარღვევა რომ რამე ქონოდათ, არავინ შემოუშვებდა.
ანუ სინამდვილეში ისევ ნაცების საზიზღარი პროვოკაცია და დაზომბებული რამდენიმე ათეული აქტივისტის ყალბი პატრიოტიზმია.ჩეჩნების საწვრთნელი ბაზები ქონდათ აქ მოწყობილი აგვისტოს ომის შემდეგ და ჩვენთან ქექავენ სისულელეებს, რა უნდა ველაპარაკო ამ მართლა მოღალატეებს რაც შეეხება მათ უზრდელობებს – ყველას დედებს მოვიკითხავ, ვინც ამ უზრდელობის კამპანიაშია ჩართული! – წერს სამხარაძე.