ბახვი 2 ჰესის ბიომრავალფეროვნების კვლევა და მისი შედეგები

კომპანია ბახვი ჰესის მენეჯმენტმა,  ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით, ბიომრავალფეროვნების კვლევის ჩასატარებლად მსოფლიოში აღიარებული კოპანიის SLR -ის ბრიტანეთის მთავარი მკვლევარი, ნიკოლა ფოლკსი მოიწვია. კვლევის შედეგებთან ერთად, მან შეიმუშავა და  კომპანიის გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მართვის გუნდს გადასცა გასატარებელი შემარბილებელი ღონისძიებების სამოქმედო გეგმაც.

 

კვლევის პროცესში გამოყენებული მეთოდოლოგია ეყრდნობოდა IFC-ისა და EIB-ის სტანდარტებს,  რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს კომპანიის უდიდეს დაინტერესებას, რომ მაქსიმალურად გამჭვირვალედ და ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით შეისწავლოს გარემო და ბუნება და მიიღოს შესაბამისი რჩევები იმისათვის, რათა პროექტის არეალში საუკეთესო შემარბილებელი ღონისძიებები გაატაროს.

 

კვლევების ზოგადი დასკვნები:

 

  • მდინარეში დაფიქსირდა მხოლოდ ნაკადულის კალმახი – უცხოელმა ექსპერტმა შეიმუშავა რეკომენდაციები იმისთვის, რომ ზემოქმედება მინიმუმამდე იქნას დაყვანილი, ეს მოიცავს რეგულარულ კვლევებს, მდინარის კალაპოტის გაწმენდას, ადგილობრივ მეთევზეებთან კონსულტაციების გავლას;
  • კვლევის პროცესში დადგინდა, რომ ის ეკოლოგიური ხარჯი, რასაც პროექტი მდინარეში დატოვებს საკმარისია ნაკადულის კალმახის და წყლის სხვა ბიომრავალფეროვნების შესანარჩუნებლად;
  • საკვლევ ტერიტორიაზე წარმოდგენილია კავკასიური სალამანდრა, რომელთან მიმართებაში ექსპერტმა კომპანიას შესთავაზა სპეციალური ღონისძიებების გატარება, რათა მოცემული პოპულაცია გრძელვადიან პერსპექტივაში გაიზარდოს;

 

უცხოელი ექსპერტის მიერ შემუშავებულ იქნა ბიომრავალფეროვნების მართვის ყოვლისმომცველი გეგმა. ამ გეგმაში დეტალურად არის აღწერილი ყველა შემარბილებელი ღონისძიება.

ბიომრავალფეროვნების სამოქმედო გეგმაში აღწერილი შემარბილებელი ღონისძიებები უზრუნველყოფს ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების პრინციპს. საერთაშორისო ექსპერტის თქმით, თუკი, კომპანია განახორციელებს ყველა შემოთავაზებულ შემარბილებელ ღონისძიებას, ბახვი ჰესს არ ექნება ბიომრავალფეროვნებაზე მნიშვნელოვანი ზემოქმედება. გთხოვთ კვლევის

სრული დოკუმენტი იხილოთ აქ:

ბახვი 2 – დანართები.zip – Google Drive

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share