მაქსიმ გალკინი უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად, კონცერტებს გამართავს

რუსმა შოუმენმა, მაქსიმ გალკინმა ისრაელში კონცერტები დააანონსა, მისი თქმით, მიღებულ თანხას ომისგან გაქცეულ უკრაინელ ლტოლვილებს გადაურიცხავს.

უკრაინული მედიის ცნობით, გალკინმა რამდენიმე კონცერტი დააანონსა თელ-ავივსა და ჰაიფაში. ბილეთების გაყიდვით გამომუშავებული თანხას გალკინი იმ უკრაინელ ლტოლვილებს გადაურიცხავს, ​​რომლებიც ომის გამო იძულებულნი გახდნენ, სახლები დაეტოვებინათ.

“იმის გამო, რომ ბილეთები უკვე გაიყიდა უკვე გამოცხადებულ კონცერტებზე, ასევე ადრე დადგმულ დამატებით კონცერტებზე, მაყურებლის თხოვნით, ვაცხადებ კიდევ ორ კონცერტს ტურის ორგანიზატორთან შეთანხმებით, მესამე კონცერტს თელ-ავივში 13 ივნისს და მეორე დამატებით კონცერტს ჰაიფაში 15 ივნისს. მე გადავწყვიტე გადამერიცხა მიღებული თანხა უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად. ვფიქრობ, ვინც უკვე იყიდა ბილეთები, უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ ერთად გავაკეთებთ კარგ საქმეს”,- თქვა მან. 

შეგახსენებთ, რომ მაქსიმ გალკინი და მისი მეუღლე, ალა პუგაჩოვა ერთ-ერთი პირველები იყვნენ, ვინც პუტინის ომი უკრაინაში დაგმეს. ამის შემდეგ კი რუსული ესტრადის მომღერალმა, და მისმა მეუღლემ შვილებთან ერთად, ქვეყანა დატოვეს და ისრაელში გადავიდნენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share