მამასახლისი თომა შარაშენიძე, ფირალების მელქისა გუნთაიშვილის და გოგიე ღლონტის ამბავი

ფილარები ბრეული იყო გურიაში, ძანიალი ბრეული. დათიკო შევარდნაძე, ასკანელი იყო, მელქისაი გუნთაიშვილი, – აი ვერცეთ თავრობას ვერ შიეგუა, – მიხეილა ღლონტი, გოგიე ღლონტი, ანდღულაძე იყო კიდომ.
.
ზოგი ქალების საკითხზე იყო ფილარათ, ზოგი ოტკის საკითხზე, პატენთი ეიღევო, უჩიოდენ ხალხს და პატენთს არ იღებდა ხალხი. მაგალითებ, ღლონტი ამიზა გევიდა ტყეში. გუნთაიშვილი ქალის გულიზა გაშპა. ქალები უყვარდა ნამეტარი. აი ფილარები თავრობას ემალებოდენ, თვარა, ხალხი კი ხედვიდა ყველა დღეს.
.
მე ერხანს მამასახლისი ვიყაი. საცხა ათევდა ღამეს აი ფილარები, მე ყველა ვიცოდი. ჲერი ზობა ისიდორეისას, მახარაძე იყო ჲერთი, დამთრალიყვნენ და აღარ მომცეს სვიაზი. დათრენ და გამევიდნენ ბახვში, დუქნებზე. შუბლაის (შუბლაძის) დუქანთან ქე მოზდია ტერმა. მე კანცელარიაში ვიყაი, რომ მითხრენ, გერასიმაჲს დუქანში ქეიფობენო. ახლა, ვინცხამ აი მითხრა, იმან მარტუაი მე კარ მითხრა აი ანბავი, მიხთა, რომე ძანიალი არ შევიმცხადე და ოზურგეთშიც ქი ჩევიდა და მეც ქი დამანოსა, ფილარები ქეიფობენ და მამასახლისი ქე ჟდანა იქინეო.
.
ეიყარენ იმინუჩი და წამევიდა ჯარი. ახლა აღარ შეილება წაყრუება. მაშინ ვითამ ვერ გევიგონე, ქეც ველაპარიკებოდი ვითამ სხუას, ქეც ვშობოდი ვითამ რაცხას, მარა ახლა სა მიხვალ? ახლა გეინძრე უნდა, გიექანო უნდა, ვითამ მაცადინოფ იგინის დაჭირვიზა. ახლა ჩემთან მოვლიან და შამოვიდენ კიდემც შით სტრაჟნიკი, ურიადნიკი. გაგვიძეხი წინო, მითხრენ. შამუერტყენ დუქანს, გააკეთეს კრუგი, მარა ამას შუუშინდებოდენ იგინი!
.
ფრიწა კარი მელქისამ, დიესკნა სტრაჟნიკებმა, დურღვალაი რუმაა, ე იქინე დუუარა თავი ტერმა. იმან გევიდა, აი კვალში მიზდევს, მისა ტკიცინ-ტკიცინი. წევიდა და გევიდა იგენმა. არის დევნა. მეც მივდევ ახლა. ისთე, ტყულა ვაპნევ ამ ტყვიას. იგენის ნაჩანიკი მელქისაი იყო, კანოლი იყო მისი სიტყუა. გევიდეთ უნდავო და გევიდენ კიდემც! წევიდენ, წევიდენ. ვერც ტყვია მიასტვინეს.
.
ახლა შამოვბრუნდით, მუალთ უკან, ვინცხა უნდა მეიგდონ ხელჩი, ვინცხა უნდა დასაჯონ. აბუნდღულია-დაბუნდღულია ყოლიფერი. ენგუშმა შემიტყო, რუმ გავაქციე კაჩაღები. ნანდვილა მასეც იყო. შუუთვალე, მუალთ-თქვა. ახლა მებდღნა მე: ვერ მუარყი მაი ბერდენაი მაქანაო, – ჯღავა, ყვირის, ამტროვს ყოლიფერს, – კაჩაღების მეთაურათ აგირჩიეთ შენ ჩვენო.
.
ჩამაჟინეს. მომიწყვეს დაკითხვა. მევიდა თლათ უფროსმა, მლანძღავს მარა რას მლანძღავს! მიბრაგუნებს ფეხებს. მე ქი ვარ გაჩუმებული შტიკივით, არ ვინძრევი. ბოლოს კიღამ წამატანა ულვაშზე ხელი. – აჰ, მაი არ იკადრო-მეთქინ, უთხარი, მაი არ იკადრო-მეთქი, – გუუმიორე. ულვაშზე ხელს როვა მუაკიდიებდი! იიც მიხთა, რომე ულვაშზე რავარც მომკიდებდა ხელც, ატვეჩაჲ აღარ ვიყაჲ აფერზე. იმას გავხლეჩთი ნაკერავზე იმავე წამში. მიხთა აი და გაჩუმდა.
.
მელქისაი იყო მახარაძე, კაი ვაშკაცი, ანტორიტეთიანი, ყოლგანაჲ გაქონდა ხერხივით, დიდ ანგარიშ უწევდენ იმას. იმან გამუაშობია ჩემი თავი მაშვინ. თავართქილაძე იყო კიდომ ფილარი. აიც ჩემი მამასახლისობისას მოხთა. აუშოვი იყო სტარში ურიადნიკი. მევიდა და მითხრა, რომე ფილარები გავქაჩევო. არ დუუჯერე, ვერ დეიჭირავდი-თქვა. ვიცოდი, იგენს მოსახლეობა ჲეხმარებოდა ნამეტარს, – ღალატით ჩევიგდე ხელშიო.
.
თავართქილაძეს ქალი ხავდა ტყეში თან წაყვანილი. ქალი დიეტიებია ტყეში ნახევარ კაჩაღებთან და ნახევარი ქი წამოსულიყო სოფელში. იქინეც ქალი ხავდა მორე, აი ცოლი კ’არ იყო მისი, ისთე ქონდა ურთიერთობა, ისთე იარებოდა მასან. აი გეიგო მისმა ცოლმა გაკუჭტა ქალი. ქე დააბეზღა! მაგინმა ფოჩი პარახოტი გააჩერა და გაძარცუა. ისთე უბრალოთ არ მოკლიდენ კაცს იგენი არასფელობამდინ. რაცხა გუუჭირდებოდენ, იმას წაართუმდენ კაცს, თვარა მოკლით არ მოკლიდენ.
.
ხოდა, დეინიშნა სასამართლო ქუთაიში. რა ვქნათ ახლა! მუაწყუეთ საქმე ისთე, ვითამ ნათლა იყო კაცისას. მაგინმა რომ პარახოტი გაძარცვა, ე, იმ დროს. დიმიტრი ქიქოძე იყო ბლაღოჩინი, ღმეთმა გაანათლა მისი სული, იმფერი კაცი არ დეიბადება დედამიწის ზრუგზე. კიდომ სხვები იყვენ. აწყობილი გვაქ მოწმობა ერთქამეჩი. ჲერნაირა უნდა ვთქუათ ყველამ. მე ვითამ ფილარს ვეძებდი იმ ღამეს და შევიჭიტინე ვითამ აკოშკაში და ვითამ კოწიეს ნათლა ქონდა და იქინე იყვენ აგინიც და ქეიფობდენ.
.
ქეც დაგვიჯერეს და ქეც არ დაგვიჯერეს. გუჯაბიძეს დახრეტა გადუუწყვიტეს. პაწა რაცხაჲ ქე უშველეთ ზოგიერთს. აბა, დათიკოჲს, შევარდნიძის, ნათლიმამა რუმ იყო, ჭელიძე, იმისას მოწამლენ დათიკაჲ. მერმე დინარიძისას მოკლენ. მირონის გატეხა ძნელი იყო. ნათესოობით შვიდ მამობამდი მივა და მირონი თორმეტ მამობამდი. კაი ვაშკაცი კი იყო დათიკო, კაი მამალი კაძახი. ასისთაი ვიყაი კიდომ ნასაკირალზე. ტალახაძე გამოგზანენ ფილარების დასაჭირავა. წამევიდა ჯარით. ჲ ტალახაძე ძაღლი იყო, არკაც არ ინდობდა. რუმ გამეიარა სოფელძე, დაფაცურდა ყოლიკაცი, შეხთენ დიდი ანბით მამასახლისი და მისი პამოშნიკები, გუუწყვენ სტოლი.
.
აი გამოსულა ეზოში, უკან ქე მიხობოდა ახრანიკები. დუუნახავს ღორი, ამუუღია ნაგანი, იესროლა, წააწვინა იქინე. მამალი იჟდა ღობეზე, დამიჭირეთო, მუუყვანეს. ორ თითჩი მეიგდო მამლის თავი, წააწიკვა. ისთე, ჩვენში ფეხი თუ აქ გაკონილი ქათამს, იმას როვა დაკლავენ და მერმეც გააგდებენ, იფართხალოსო, _ სულის ამოსლას არ უშლიენ. იმას იი რომ ჲეფათქუნებოდა, ი სიამუნებდა და ჲეჭირა ხელჩი. სისხლით იყო გადარეული. ხოდა, ე, იმფერი კაცი გამოგზანეს.
.
შეიტყვეს აი კაჩაღებმა. გოგიე იყო ღლონტი, პარიხმახერთან იყო იმ დროს, წვერი გეიპარცა. პარიხმახერს აბღანკალებდა ხელში, აი ფეხგადადობილი იჟდა და სოფელში სტრაჟნიკები ბოდიალობდენ და ფოჩიხობდენ და ებანდურებოდენ რაცხას. დუუტია გოგიამ იქინე წიგნი ტალახაეს (ტალახაძეს): აქანაჲ წვერი გევიპარცე ამ დღესო, ხვალე ლიხოურში წამოიო, იქინე მივალო. ასთე ანწუალა ჲერ კვირეს. გააცოფა, გადარია კაცი. ბოლოს დუუთქვა ამ და ამსალიკაჲ დაქხთებიო, მე დაქხთებიო. ამანც მიემზადა საგანგებოთ და წამევიდა და ვითამ ეშმაკობა იხმარა, წინ გუუშვა ფაიტონები, თვითონ მიხობა უკან. იფიქრა, რომე ფაიტონს როვარც კი დიესხმიან, ე მაშვინ მოვსხიპავ იგენსო. ამან კიდომ, როიცხა აი შამუუთვალა, მოწყობილი აქ ამბავი. მასან ანდღულაძე იყო კარპეზ, კიდომ. ამგენმა ითამაშენ ლატარია, ვინ მოკლას აი ტალახაძეო. ტალახაძე ქი მუუწია ანდღულაძეს.
.
კვაჭალანს უძახიენ ადგილც, ლიხაურისკენაა. ე იქინე დახთენ. მე წინდაწინ შუუთვალე, ფაიტონთან არ მიხვიდე-თქვა და არც წინდამიდგან არ დახთე, უკანამიდან დუუარე-მეთქი. აგენმაც ასე მეიქცენ. კანკრაზ ისთეც მიადგენ ტალახაეს, შამუერტყენ გლიშომ, ე. ი. კრუგომ, მარა ამ ანდღულეძეს რაცხაიზა შიეშინა. არა და სადაა დროი, ასრილია ყოლიფერი, ახლა სისრაფეა საჭირო, თვარა, წააგეს თავი. გამიენთო გოგიე. ტალახეძეს იცავენ. გეიწითო, იყვირა. არ გეიწიენ. გეიწითო! – კიდომ. არა და, ამასობაში მისენ ტყვია ფხარში გოგიას, მორე ფეხში მოხთა. თქვენი სიკტილი არ მინდოდავო, მარა ამგენმა რომ უთავაზეს, ამანც ჲესროლა და წააწვინა იგენი. შეიქნა მეტი ამბავი. აი გოგიე წეიყვანეს კაჩაღებმა. გაშრეს ჯარი და გევიდენ. ფეხი ქი აქ გადაბდღნილი და ფხარი, მარა კრინტს რავა დასზრავს, სული კპილით რუმ ეჭიროს, კპილი დაკრეჭილი აქ. ახლა რომ ბანიცაა, იქინე დაასვენეს. ანდღულეძეს სიკტილი გადუუწყვიტეს, მარა გოგიამ არ ქნა. გუუშვით, მარტუამ იაროსო, გამიეჩოვა მერე აღარ იზამს მასეო. მაი ყველას გვჯობია ჩვენო, კაცობა არ დუუკარქავს ჯერემო.
.
გოგიას ცოლიც ახთა, ვაშკაცი ქალი, ლამაზი, მოსული, ტანადი. იმ კუთხეში იმფერი ქალი არც იარებოდა. იმან იჩქარა, მარა მეიჩიხენ ჩოლოქის წყალთან. თათარში უნდოდენ გადასლა. ახლა იქით სტრაჟაა, ვერ გეჲვლიან. ივარგა ქამა, მივიდა იარაღით ხელჩი, უშიშარი იყო ნამეტარი. ხმა არ დაზრათო, ჯარი მომყობა უკან ფილარებისო. ვჩქაროფთ და წამი არ შეგვიძლია გაჩერება, გაგვიყვანო უნდავო, იქით გვიცთიენო. შიეშინა იგენს. ამ ქამა შიაჟდა სტრაჟას ზრუგზე, გააყვანია თავი. პირველათ ქალმა გევიდა. გევიდა დადგა იარაღით, გოგიე გამომიყვანეთო. გეიყვანეს იგიც, კიდომ ვორი კაციც და გევიდენ საძღვარზე. გაჩემდენ იქინე ხუთ დღეს. აქანაი კიდომ ხალხს შჯიან. არმულო გახთა თლათ, ისთე დეიწვა გოგიეს სახლი.
.
მერე პაწაჲც შეისვენა ხალხმაც, თვარა აქანაჲ კაჩაღებიავო და აკლებული იყო დუნია. ჲერთ ღელა-ღურდას არ დატიებდენ, მიწაში მიძრობოდენ, ნალიებს, ახორს, წისფქილს, საღორეს, კარიას – ყორისფელს ჩხრიკავდენ. ისე გადააძრობდენ ქუხნას და იქინე ნახულობდენ, ხომ არაა დამალული კაჩაღიო, მარა ხალხი მაინც კი ინახვიდა და ფარვიდა და ხელც უწყობდა ფილარს. აი ყველა მეზობლები იყვენ ჩვენი, აქანაი გაზდილი და აქოური. ნამეტარი უჭირდენ ყველას, მარა გაქონდენ თავი მაინც.
.
მთქმელი თომა ესეს ძე შარაშენიძე, სოფელი დვაბზუ; ტექსტის ჩამწერი ელენე ნიკოლაიშვილი.
.
ფოტო – მელქისედეკ გუნთაიშვილი
.
corpora.co
ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share