”ღორები იმფერი შეშინებულია, საღორის კარები შიგნიდან აქვენ ჩაკეტილი” – საღორის ”ტრიდე”პროექტი გურიაში

ადვოკატი კახა ჩავლეშვილი სოციალურ ქსელში წერს:
”დღეს ერთი კაცი მოვიდა საკონსულტაციოდ, ძალიან აღშფოთებული იყო, სოფლის გამგებელს თუ მის მოადგილეს უთქვამს – მაი საღორე რომ ააშენე,  “ტრიდე” პროექციაში პროექტი უნდა გაგეკეთებია და უნდა შეგეტანა მერიაშიო, რომ დაგიმტკიცებდნენ ე! მერე უნდა აგეშენებიაო, ახლა მოვლიენ დაგაჯარიმებენ და დაგინგრევენო.
ცოტა რომ დამშვიდდა, ხუმრობის ხასიათზეც მოვიდა – ჩემი ღორები იმფერი შეშინებულია საღორის კარები შიგნიდან აქვენ ჩაკეტილიო.” – წერს ჩავლეშვილი.
ცნობისთვის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის მოქალაქეებს საკუთარ საცხოვრებელ კარმიდამოებში ნებისმიერი საქმიანობის ჩატარება,მათ შორის,საქათმეების, საღორეების და საძროხეების შეკეთება სპეციალური ნებართვის გარეშე აეკრძალათ.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share