1905-1906 წლების გურიის აჯანყების ჩახშობის შემდეგ, გურულებმა უარი თქვეს რუსეთის იმპერიის დაწესებულებებში მუშაობაზე, განსაკუთრებით კი ადილობრივი მოსახლეობიდან ვერ აკომპლექტებდნენ – პოლიციას, ციხის დარაჯებს, პრისტავებს, ჩაფრებს და ა.შ. ამის გამო იძულებულნი გახდნენ ჯერ ქობულეთიდან და აჭარიდან ჩამოეყვანათ ამისათვის საჭირო ხალხი, მერე კი ჩრდილოკავკასიიდან, ძირითადად ინგუშები. აი ასეთი იყო მაშინ გურია – დასჯილი, გადამწვარი მაგრამ ღირსების მქონე.
.
ფოტო გადაღებულია 1906 წლის დასაწყისში ნასაკირალის გზაზე, იმ ადგილზე სადაც გურულებმა პლასტუნებს ბრძოლა გაუმართეს. ფოტო რეალურად წარმოადგენს ინსცენირებას – მოკლული გურული მებრძოლი დააგდეს ხიდზე, ჯარისკაცები დააყენეს და ფოტო გადაიღეს.
.
წაწერა ფოტოზე – Столкновение пластунов с Гурийцами в г. Озургети, Насакиральская дорога – Инсценировка (фото 1906 г. Хранится в Музее Современной истории России)
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა