“რასა იუკნევიჩიენე, თუ რა გვარია, არ ვიცი, ბევრს არაფერს წყვეტს რეალურად ევროკავშირში”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საუბრობს.
“დეოლიგარქიზაციაზე როცაა საუბარი, ჩვენ ასევე გვჭირდება კონკრეტიკა. დღეს ცოტა ბუნდოვანია ჩანაწერი 12 პუნქტში და ამით ახერხებენ სპეკულირებას, მაგალითად, კონკრეტული ევროპარლამენტარები, რომ საუბარია ბიძინა ივანიშვილზე და ათასი სპეკულაცია მოვისმინეთ. კონკრეტულად, ახლა, რასა იუკნევიჩიენე, თუ რა გვარია, არ ვიცი, ბევრს არაფერს არ წყვეტს რეალურად არც ევროკავშირში, მაგრამ სპეკულირების შანსი მიეცა ამ ქალსაც…, – ამბობს კობახიძე.