“მეზარება ჩემი ძველი სტატუსების ძებნა ამ თემაზე. ყველაფერში რუსებს ხედავ და ეგეთი კომენტარები. კი. როცა რუსები გმართავენ, რუსები უნდა დაინახო ყველაფერში.
პოზნერის ჩანაწერი უფრო მძიმეა, ვიდრე მხოლოდ ეს დამამცირებელი თავის მართლება.
საქმე სულ სხვანაირადაა.
რატომ დაარბია ივანიშვილმა ხალხი ასე სასტიკად გავრილოვის ღამით?
იმიტომ, რომ გავრილოვი ოფიციალური პირია და იქიდანაც უფრო მკაცრად უთხრეს.
ხოდა, ადგა და დაარბია.
ახლა წარმოიდგინეთ, რატომ გამოგზავნეს კილერები გაბუნიასთვის რუსეთიდან და მხოლოდ შემთხვევით გადაურჩა მკვლელობას.
იმიტომ, რომ იქ პუტინს ეხებოდა საქმე.
და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
ზოგს კი არ სჯერა, მაგრამ გვარამიაც იმიტომ ზის ციხეში, რომ რუსებმა მოითხოვეს, თან საჯაროდ. ეგ პატიმრობაც პუტინის თემას უკავშირდება.
სააკაშვილზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია, რომ პუტინის ბრძანებით ზის.
ლავროვის ოჯახზე რა ხდებოდა ტელეფონში, წარმოდგენაც არ მინდა.
მთელი ის საუბრები, ანტიდასავლური მთავრობა კი არის, მაგრამ ასე პირდაპირ კი არ იღებენ დავალებს და ეგეთი სისულელეები იქნებ დაივიწყოთ, მათ შორის ოპოზიციაში.
კი, ,,შნურით” არიან მიერთებული. კი, ჩამოდიან ემისრები და ჩამოაქვთ ინსტრუქციები.”
წერს ვახო სანაია სოცქსელში.