ის გამოირჩევა თვალთმაქცობით და არასდროს აკეთებს ისეთ რამეს, რაც არ არის სასარგებლო ივანიშვილისთვის – აცხადებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილზე, უკრაინულ გამოცემა, “უკრაინსკაია პრავდასთვის” მიცემულ წერილობით ინტერვიუში.
მიხეილ სააკაშვილი იხსენებს, რომ ზურაბიშვილმა 2008 წლის ომში საქართველო დაადანაშაულა და მისი გასამართლება მოითხოვა “ცხინვალზე თავდასხმისთვის”.
“თუმცა, ზოგჯერ ის სწორ რამეებს ამბობს. ახლა ის უბრალოდ ეხვეწება ზელენსკის მიწვევას.
ზურაბიშვილი ივანიშვილის ჩვეულებრივი თოჯინაა, რომელსაც ის იყენებს დასავლეთთან და უკრაინასთან სასაუბროდ.
საკმარისია გავიხსენოთ, რომ მან მოითხოვა ჩემი განსჯა 2008 წელს „ცხინვალზე თავდასხმისთვის”.
მან სრულად მოიწონა რუსეთის მხრიდან შეიარაღებული პროვოკაცია.
ახლა ის უნგრეთის პრეზიდენტის როლს ასრულებს.
მესმის, რომ ახლა ნებისმიერი მხარდაჭერის სიტყვა მნიშვნელოვანია, მაგრამ უკრაინელებს არ უნდა მოატყუოთ. ამ ქალის სისულელეების მიღმა დგას ივანიშვილის აქტიური თანამშრომლობა რუსებთან სანქციების თავიდან აცილების საკითხში.
საქართველოს ხშირად სტუმრობენ კადიროველები, ასევე აგრესორი ქვეყნის სპეცსამსახურების ოფიცრები.
ზურაბიშვილი ოკუპაციაზე და ევროპასთან დაკავშირებით სადღეგრძელოებს ამბობს, მაგრამ ჩემთან, როგორც პუტინის პირად პატიმართან მიმართებაში, ასევე სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხებში, იოტისოდენადაც არ უხვევს რუსული მხარის ხაზს“. აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.