“ქართული ოცნების” წევრი გია ვოლსკი მეოთხე პრეზიდენტ, გიორგი მარგველაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, “სააკაშვილის, ხაზარაძის, მელიას, გვარამიას და სხვა პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე უნდა გამოცხადდეს მორატორიუმი”, და აცხადებს:
“მე არ მიმაჩნია, რომ ეს ფორმატი, საერთოდ, პატიმარი სააკაშვილი, პრასტრაციაში მყოფი და რაღაც სულელური ფორმულებით მოლაპარაკე მარგველაშვილი და სალომე ზურაბიშვილის ფორმატი რაიმეს წარმოადგენს ისეთს, რომელსაც შეუძლია ქვეყნისათვის რაიმე სიკეთე მოიტანოს. რა პოლიტიკურ მორატორიუმზეა ლაპარაკი, ადამიანის მიმართ, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა და ეს არ არის საქართველოში შემოღებული რაღაც წესი. დანაშაული რა მაღალი თანამდებობის პირმაც არ უნდა ჩაიდინოს, არ უნდა ვიმსჯელოთ სწორედაც პოლიტიკური ნიშნით მისი ამ დანაშაულისგან, ბრალდებისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ასეთი პრაქტიკა მსოფლიოში არ არსებობს” , – აცხადებს ვოლსკი.