ბექა მინდიაშვილი: თეოლოგი:
“იმის შემდეგ, რაც სააკაშვილი ციხეშია, არც ერთხელ არ დამიწერია, ის იმის გამო უნდა შეიბრალონ, რომ შიმშილობს, ან შეუძლოდ არის – ვინმეს შიშმილობა სახელმწიფოს აძლევს სრულ უფლებას, არ გაითვალისწინოს საკუთარი სიცოცხლით და ჯანამრთელობით მისი შანტაჟი – ესეც არაერთხელ დავწერე.
სააკაშვილი არის ივანიშვილის პუტინისტური რეჟიმის პოლიტიკური პატიმარი და წამების მსხვერპლი, ეს უშუალოდ ხელისუფლების მიერ არის აღიარებული, უშუალოდ ღარიბაშვილმა თქვა ამის თაობაზე აშკარად და სხვადასხვა ფორმით. ამიტომ უნდა იყოს სააკაშვილი თავისფალი, ისევე როგორც, ცხადია, ნიკა გვარამია.
ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ერთი ნაწილის პრობლემა ისაა, რომ ამაზე არ აკეთებს აქცენტს და მთელი არსებით ხელისუფლების სასარგებლო იდიოტის როლშია შეჭრილი, როცა ჭორაობითაა დაკავებული, ღირსეულად იხდის სასჯელს თუ არა საააკაშვილი, გვატყუებდა თუ არა ის, როცა ლოგინიდან ვარდებოდა, საკმარისად მომაკვდინებლად შიმშილობდა თუ არა და ა.შ.
გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნასთან ერთად, რასაკავირველია, სააკაშვილის თავისუფლების მოთხოვნაც უნდა ისმოდეს ყველა დონეზე, – ეს საკითხი ასე რომ არ დაისვა და მხოლოდ მისი გადაყვანის, გამოყვანის, მკურნალობის და აშ. საკითხი იყო მსჯელობის საგანი, ესაა პრობლემა – თან არამარტო პოლიტიკური, არამედ, ასევე, – ზნეობრივიც.
წერს ბექა მინდიაშვილი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.