მეწყერში მოყოლილი ხანდაზმული მამაკაცი და პარალიზებული რკინიგზა – იმერეთში 24 საათიანი სამძებრო სამაშველო ოპერაცია უშედეგოდ დასრულდა. მიწის მასაში მოყოლილ 77 წლის კაცი ვერც ცოცხალმა ძალამ და ვერც კინოლოგების ძაღლმა იპოვა.
სოფელ მარელისსში მეწყრული პროცესები ახლაც გრძელდება. მთიდან მიწა შეუჩერებლად ჩამოდის. ამის გამო აკრძალვებია საავტომობილო გზაზეც. დაზიანებულია ლიანდაგები და რკინიგზის საკონტაქტო ქსელი.