”დღეს მართლმსაჯულებასთან კი არ მქონდა შეხება, არამედ პოლიტიკურ ჟანდარმერიასთან”-კირკიტაძე

”დღეს, მართლმსაჯულებასთან კი არ მქონდა შეხება, არამედ ორგანიზაცია “ქართული ოცნების” ერთ-ერთ განშტოებასთან, პოლიტიკურ ჟანდარმერიასთან. მათ მთავარ დასაყრდენთან,” – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით კირკიტაძემ განაცხადა, რომლის წინააღმდეგაც დღეს საქმე აღძრეს.

“დღეს მართლმსაჯულებასთან კი არ მქონდა შეხება, არამედ ორგანიზაცია “ქართული ოცნების” ერთ-ერთ განშტოებასთან, პოლიტიკურ ჟანდარმერიასთან, მათ მთავარ დასაყრდენთან. იმიტომ, რომ პოლიტიკური ორგანიზაცია ნამდვილად აღარ არის მთავარი დასაყრდენი ხელისუფლების შენარჩუნების გზაზე. მათ იცავენ ის სამარცხვინო ადამიანები, რომლებიც ჩვენდა სამწუხაროდ სამართალდამცავი სტრუქტურის ფორმაში არიან გადაცმულები. სამარცხვინო მოსამართლეები, რომლებიც იყვნენ და რჩებიან მოსამართლეებად და ის სამარცხვინო პროკურორები – დოქსოპულოები, რომლებიც ივანიშვილის ყველა დავალებას ასრულებენ”, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.

მანვე უშუალოდ იმ ვითარებაზეც ისაუბრა, რის გამოც მის წინააღმდეგ საქმე აღიძრა.

“ისინი მოვიდნენ ჩვენ ოფსთან. მე დავრეკე 112-ში და გამოვიძახე პატრული, რომ ოფისზე თავდასხმაა და ეს დაფიქსირებულია. პოლიციის ეკიპაჟი არ მოვიდა და თქვეს, რომ ოფისი შეგვეშალა და სხვა ოფისში წავედითო. თავდამსხმელებმა უმძიმესი დაზიანებები მიაყენეს ჩვენს მომხრეებსა და ჩვენი ოფისის თანამშრომლებს. ეს დამტკიცებულია სამედიცინო დასკვნებით, რომელიც გადავეცით სამართალდამცავ სტრუქტურებს.

ერთადერთი ღირებული შოთაძის უწყების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში არის ჩემს მიერ მიწერილი – “თავისუფლება მიშას,” – განაცხადა დავით კირკიტაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share