საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს გლდანის ციხეში მასზე განხორციელებული “სადამსჯელო ოპერაციის” მათ ხელთ არსებული მასალების გამოქვეყნებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ მიმართვაშია საუბარი.
”მოვუწოდებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, გამოაქვეყნოს ჩემზე, გლდანის ციხეში, ივანიშვილის დაკვეთით განხორციელებული სადამსჯელო ოპერაციის მათ ხელთ არსებული მასალები. ისევე როგორც, მოიპოვონ და გამოაქვეყნონ გორის ჰოსპიტალში განხორციელებული თავდასხმის ვიდეო. იმედი მაქვს, სახელმწიფო ინსპექტორი ასევე გამოაქვეყნებს გამოძიების შუალედურ მასალებს.
ასევე ის, რომ ჩემს სანახავად დღემდე არ უშვებენ უკრაინის სახალხო დამცველს, ლუდმილა დენისოვას, უკრაინის პარლამენტის წევრებს, ნათლად ასახავს იმ ყაჩაღთა ბანდის უკრაინისადმი დამოკიდებულებას,
რომელმაც საქართველოში ხელისუფლების უზურპაცია მოახდინა” – წერს მიხეილ სააკაშვილი.