ოზურგეთელი მოჭიდავე ერეკლე თავბერიძე წელს უკვე მეორედ, ამჯერად 15 წლამდელთა შორის, ბერძნულ – რომაულ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონი გახდა.
ერეკლე თავბერიძემ 57 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა.
ჩემპიონატი უნგრეთში იმართება. მწვრთნელები – ძმები ზურაბიანები.
ოზურგეთელმა მოჭიდავემ ივნისში, ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე ევროპის პირველობაზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში 17-წლამდელთა შორის დაუმარცხებლად იასპარეზა და ჩემპიონი გახდა.