გაიცანით მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქათამი – გიგუ

ადამიანებს თავიანთი ოთხფეხა მეგობრები უზომოდ უყვართ და მათ გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ. ზოგი ადამიანი იმდენად შორს მიდის, რომ ოთხფეხა მეგობარზე გარდაცვალების შემდეგაც ზრუნავს და უზარმაზარ მემკვიდრეობას უტოვებს, რაც მის უზრუნველ სიცოცხლეს უზრუნველყოფს.

ქათამმა, სახელად გიგუ, 2002 წელს საკუთარი პატრონის, 56 წლის მაილზ ბლექველის (Miles Blackwell) გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობით $15 მილიონი დოლარი მიიღო. ბლექველის მეუღლე 46 წლის ბრაინ ბლექველი (Briony Blackwell) ქმარზე სამი კვირით ადრე გარდაიცვალა.

უშვილო წყვილმა გარდაცვალებიდან 1 წლით ადრე გაყიდა თავისი წილი ბიზნესში და ინგლისის ერთერთ სოფელში გადავიდა საცხოვრებლად რათა მოეშენებინათ სპირალისრქებიანი ცხვრები და იშვიათი ჯიშის შოტლანდიური ქათმები.

ერთ-ერთი ასეთი ქათამი, სახელად  გიგუ ცოლქმრის ყველაზე ახლობელი სულიერი გახდა, ამიტომ არავის გაჰკვირვებია, როდესაც ბლექველებმა მას ქონების ნაწილი უანდერძეს.

გიგუს მემკვიდრეობა ბლექველების სიმდიდრის უმცირესი ნაწილი იყო. წყვილმა $42,5 მილიონი საქველმოქმედო ორგანიზაცია Tubney Foundation-ს დაუტოვა, რომელიც 1997 წელს თავად დააფუძნეს ხელოვნების, მუსიკისა და ცხოველების მხარდასაჭერად. ამ შემოწირულებამ ყველასთვის უცნობი საქველმოქმედო ფონდი დიდი ბრიტანეთის 30 ცნობილი საქველმოქმედო ორგანიზაციის სიაში შეიყვანა. ფონდმა მიღებული მილიონების ნაწილი იმ დაავადების კვლევის დასაფინანსებლად მიმართა, რომელმაც ბრაინი შეიწირა.

newposts.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share