„ქართული ოცნების მესიჯ-მეიქერი აჩვენებს საკუთარ ზიზღს ყველა ლტოლვილის მიმართ“ – გია ხუხაშვილი

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინული რადას პარტიის – „ხალხის მსახურის“ – ლიდერის, დავით არახამიას შესახებ წერს.

„არახამია ბევრს რომ არ მოსწონს, ეს გასაგებია…

შესაბამისად, არ გამიკვირდება, რომ ის სხვადასხვა მწარე ეპითეტებით მოიხსენიონ, მათ შორის აგინონ კიდეც…

მაგრამ კაცს, რომელიც ბავშვობაში სამშობლოდან იძულებით იქცა დევნილად და დღემდე სახლში ვერ ბრუნდება უსამშობლო უწოდო, ეს არის ფსკერი, რომლითაც ცნობიერად, თუ ქვეცნობიერად ქართული ოცნების მესიჯ-მეიქერი აჩვენებს საკუთარ ზიზღს ყველა ლტოლვილის მიმართ.

ეს “სპიკერებიც” თუთიყუშებივით იმეორებენ…“, – წერს ის.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share