თქვენ გქონდათ არჩევანი სირცხვილსა და ომს შორის, თქვენ აირჩიეთ სირცხვილი – კახა გოგიძე “ოცნებას”

მსახიობი კახა გოგიძე  თბილისში ქართულ-რუსული უნივერსიტეტის გახსნის საკითხს ეხმაურება:

”რა დიპლომატიაზეა საუბარი, ესენი არიან მტრები და ნორმალური ხელისუფლება რომ გვყავდეს , ამათზე ახლა სისხლის სამართლის საქმე უნდა იყოს აღძრული. ან ოკუპაციის კანონი არ არსებობს, ან სამშობლოს ღალატის მუხლი, ან ღირსება? ფეხებზე ჰკიდიათ ამდენი ლტოლვილი, ჭუბერის უღელტეხილზე გაყინული ბავშვები, ჭაში ჩაყრილი ბიჭები, დახვრეტილი ბერი. გამოდის ახლა ეს დიმა და დიპლომატიაზე გ ველაპარაკება. ერთი ხალხს ჰკითხე ახლა, უნდა ეს დიპლომატია? რაში გჭირდება მტრისგან უნივერსიტეტი? ილია ჭავჭავაძის ლექსი “ბედნიერი ერი” არის დიაგნოზი თქვენისთანებისთვის. რა რუსეთი ხომ არ გაგიჟდით?რის დიპლომატია, რა ფრენები? თქვენ გქონდათ არჩევანი სირცხვილსა და ომს შორის და აირჩიეთ სირცხვილი, და ამისთვის მიიღებთ სწორედ ომს.

როგორ ადარებ ევროპის უნივერსიტეტს რუსეთისას, რუსეთმა დაგიხოცა ხალხი, ამერიკა და ევროპა – გეხმარება… ანწუხელიძის ოჯახს როგორ უნდა შეხედო თვალებში?… ეს არის ღალატი..” – აცხადებს გოგიძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share